„რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შესრულებული და შეუსრულებელი დაპირებების კომენტირებისას განაცხადა.
„იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც რეგიონში არსებობს, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მიუხედავად იმისა, რაც ხდება რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.