მსახიობი გურანდა გაბუნია მაისში მოსკოვში მიემგზავრება, სადაც სპექტაკლში როლი შესთავაზეს. გაბუნიამ ამის შესახებ „იბერიის" ეთერში ისაუბრა:
„როცა დაგვპატიჟეს მოსკოვში სპექტაკლის სათამაშოდ, ძალიან გამიხარდა. მიმიწვიეს, ვითამაშო სპექტაკლში „ალუბლის ბაღი", ჩეხოვის. ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა, რადგან ჩეხოვი ძალიან მიყვარს. ასევე მიხარია, რომ წავალ და ვითამაშებ მოსკოვში", - განაცხადა გაბუნიამ.