logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: რატომ უნდა გადაუხადოს ხელისუფლებამ ხალხის ფული ამ დაზარალებულებს?!
- +

6 ივლისი. 2017. 14:44


 

წველის სპეციალისტები თუ ხართ, სახელმწიფოს წველას, ჯობს ძროხა გაიჩინოთ და ის მოწველოთ დილა-საღამოს! კამეჩიც შეიძლება!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საფინანსო კომპანია „საქართველო", „ბავშვთა სამყარო", „ელიავას ბაზრობა", „საბა", „სულხანი", „ლუი მეთოთხმეტე" და „ბუტროს ბუტროს გალი"... დაზარალებულები.

 

და ყველა ფულს სთხოვს სახელმწიფოს!

 

სახელმწიფო ფული არ არსებობს, არსებობს გადასახადის გადამხდელთა, ანუ ხალხის ფული.

 

ამის ცოდნას საერთოდ არ სჭირდება მარგარეტ თეტჩერობა.

 

ჰოდა, მითხარით, რატომ უნდა გადაუხადოს ხელისუფლებამ ხალხის ფული ამ დაზარალებულებს?!

 

აი, რატომ?!

 

ახლა არ მითხრათ, სოლიდარობაა საჭიროო!

 

ჩემთვის, გადასახადის გადამხდელისთვის, არც „საქართველოს" მევახშეებს (უბრალოდ, უფრო დახვეწილი ფორმით ფულის გამსესხებლებს), არც „ბავშვთა სამყაროს", „საბას" თუ „ელიავას ბაზრობის" გამყიდველებს არაფერი მოუციათ ფეშქაშად!

 

ალბათ, არც თქვენთვის!

 

ჰოდა, ასე უაპელაციოდ რომ მიადგებიან და ითხოვენ ფულს, დააზღვიე, მამაძაღლი, ეგ შენი ბიზნესი და მიადექი მერე სადაზღვევო კომპანიას - მე რატომ მიყოფ ჯიბეში ხელს?!

 

სახელმწიფოს მოვალეობაა, სკრუპულოზურად გამოიძიოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები და თუ სპეციალურად დაწვეს, დამნაშავეები დასაჯოს!

 

თქვენ კი, წველის სპეციალისტები თუ ხართ, სახელმწიფოს წველას, ჯობს ძროხა გაიჩინოთ და ის მოწველოთ დილა-საღამოს! კამეჩიც შეიძლება!" - წერს მძინარაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner