გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ჰოსენ მაშჰადს შეხვდა.
გაცნობითი ხასითის შეხვედრაზე მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ირანთან თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონი კონსული დაინტერესდა გურიაში არსებული საინვესტიციო გარემოთი და შევთანხმდით შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებაზე და ასევე, რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გია სალუქვაძემ.