„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი და ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს მიმართავს:
„ზაალ, წლების განმავლობაში ხელფასს დეზინფორმაციის გავრცელებაში რომ იღებდი და პოლიტიკური პროპაგანდის მანქანას ემსახურებოდი, იღებ თუ არა პასუხისმგებლობას სააკაშვილის დანაშაულებრივ პოლიტიკაზე? შენი ყოფილი დირექტორის ნამოღვაწარზე, გენერალურ პროკურატურაში სცენარების წერით რომ იყო დაკავებული?! მიუხედავად ამისა, მაინც ფიქრობ, რომ ხალხის პატივისცემასა და თბილისის მერობას იმსახურებ?!", - აცხადებს ლორთქიფანიძე.