logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სააკაშვილს ჩაუტარებია შინაურული თათბირი, სადაც ყოფილა დიდი ხორხოცი!
- +

6 ივლისი. 2017. 17:27



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს საზღვრის გადმოწევას შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:

 

„ღმერთო, შენ ასწავლე ჭკუა ამათ, ამ შეშლილებს, რამეთუ არა უწყიან, რეებს ბოდავენ. ამ დღეებში ერთი ამბავია ატეხილი, რუსებმა საზღვარი კიდევ ერთხელ გადმოსწიეს, ავტომაგისტრალამდე 400 მეტრიღა დარჩაო. კი, მაგრამ საიდან სად გადმოსწიეს? საქართველოდან საქართველოში, ანუ ჩვენი ტერიტორიიდან ჩვენს ტერიტორიაზე, ხომ? ეს არის მცოცავი ანექსია, არიქა, შევატყობინოთ საერთაშორისო თანამეგობრობასო. ჯანდაბა და დოზანა, ვისაც გინდათ, იმას შეატყობინეთ, ისინი აქ არიან, შუა ქვეყანაში, შუა ქართლში... 1990-იანი წლებიდან ვატყობინებთ, მაგრამ ფარატინა რეზოლუციების გარდა არაფერი გვინახავს. ქარაქუცა პოლიტიკოსები „ბრდღვინავენ", რუსეთთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, შედეგი მაინც არ იქნებაო, გეგონება „დაულაპარაკებლობას" აქვს რაიმე შედეგი. მოდიან და მოდიან, მოდიან აფხაზეთიდან და ცხინვალის მხრიდან, 2008-შიც აიშვეს ძალიან მაგრად და მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება იყო, მერე? რაღა მერე, როგორც კი ჭორი გავრცელდა, რუსები თბილისისკენ მოდიანო, ეგრევე დაადეს თავი და გავიდნენ ჩინოვნიკები წითელ ხიდზე. რომლებიც მაშინ გარბოდნენ, დღეს ისევ ისინი ირტყამენ გულის ფიცარზე მჯიღებს. მაგათ აწყობთ, რაც უფრო დაძაბული იქნება რუსეთთან სიტუაცია, ერთი ზარბაზნის გასროლა იქითა მხრიდან და ეგრევე „გაპრავდება" სააკაშვილის ხროვა: აჰა, ხომ გეუბნებოდით, რომ ჩვენი ბრალი არ იყო, ახლა ხომ დარწმუნდით, რომ რუსეთი იგივეა მარად და მარადო?!

 

რასაკვირველია, რუსეთი იგივეა მარად და მარად, ის არის ოკუპანტი, დამპყრობელი, ნაძირალა, გათახსირებული, დამპალი და გაოხრებული, მაგრამ ეს არის კი ჩვენთვის გამოსავალი? არა, არ არის და არც იქნება, ვერც იქნება. ხელისუფლებას მარწუხებს უჭერენ, არ დაელაპარაკო ოკუპანტსო, მარწუხებს უჭერენ შინაურებიც და გარეულებიც, მეგობრებად რომ ნათლავენ საკუთარ თავებს და ამ დროს თავიანთივე ინტერესებიდან გამოდიან. არსებობენ კი მეგობრები პოლიტიკაში? არა, არ არსებობენო, ამტკიცებენ ამ საქმის პროფესიონალები, ის ადამიანები, რომლებსაც ცოტა რამ მაინც გაეგებათ ამ მიმართულებით. თუმცა დღეს მათ არავინ არაფერს ეკითხება, დღეს საცოდავი საზოგადოება (უნდა, არ უნდა) სამწუხაროდ უსმენს ასეთ შეფასებებს:

 

„რატომ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ივანიშვილის გეგმაა ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება რუსეთის საუკუპაციო ძალიების მიერ?! მერე გამოვა და იტყვის - რა გვექნა სააკაშვილივით ომი დაგვეწყოო"?!

 

ფუუუუ... ამიხსენით, აზროვნებაა ახლა ეს? არა, ეს გახლავთ მტრული დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. ესენი იკადრებენ ყველაფერს, რათა რუსეთის ნებისმიერი მკრეხელური ნაბიჯი გადააბრალონ ბიძინა ივანიშვილს. ამათი ლოგიკა ასეთია: თუ არა ჩვენ, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა! არადა, სადაც სამართალია, ესენი საერთოდ უნდა იმალებოდნენ, რადგან სწორედ მათ მიერ ჩადენილი ღალატის შედეგებს ვიმკით დღეს. მოდით, ერთი წუთით მაინც ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ვთქვათ სიმართლე: არის თუ არა მოღალატე ის ხელისუფლება, რომელიც იწყებს დაბომბვას (თუნდაც საპასუხოდ) მაშინ, როცა იცის, რომ წააგებს? არის თუ არა მოღალატე ის ხელისუფლება მაშინ, როცა უწვერულვაშო ბიჭებს მიატოვებს ფრონტის წინა ხაზზე, დააყრევინებს იარაღს და თვითონ გამოიქცევა თანამედროვე ჯიპებით? არის თუ არა მოღალატე ის ხელისუფლება მაშინ, როცა ცხინვალის ქუჩებში დატოვებს ქართველი ბიჭების ცხედრებს ბუზების ამარა და შემდეგ მათ გამოსატანად პატრიარქი შევა სასულიერო პირებთან ერთად? არის თუ არა მოღალატე ის ხელისუფლება, რომელიც რუსების ტანკების დანახვისთანავე გაიქცევა ქვეყნიდან და საათნახევარში წითელ ხიდზე აღმოჩნდება? არის თუ არა მოღალატე ის ხელისუფლება, რომელიც 2008 წლის 8-9-10 აგვისტოს გადაიფორმებს მიწებს, შენობებს (იხილეთ გიული ალასანიას საქმე, რომელმაც 9 აგვისტოს გადაიფორმა „გეპეის" ერთი შენობა) და რუსებს გადასცემს 70-ზე მეტ სტრატეგიულ ობიექტს?! არის, არის, სააკაშვილის ხელისუფლება არის და იყო მოღალატე!!

 

უტყუარი ფაქტი: ვისაც გადამოწმება უნდა, შეუძლია დაუკავშირდეს საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარეს, მაყვალა გონაშვილს. ქალი გაგიჟებული იყო იმ დღეებში, რამდენიმე ჩინოვნიკმა დამირეკა და მთხოვა, მათი ცოლ-შვილი სომხეთში გადამეყვანა. შენ იქ ბევრი ნაცნობები გყავს და უპატრონებენო.

 

ნახეთ, ამათ სხვისი შვილების ცხედრები ცხინვალში დაყარეს, თავიანთი შვილებისთვის კიდევ თავშესაფარს ეძებდნენ სომხეთში. წადით, თქვენი და თქვენი ცოლ-შვილიც, მოღალატეები ხართ, აბა, რა ხართ? 12 აგვისტოს ჩამოიყვანა სააკაშვილმა ევროპელი ლიდერები, იუშენკო, სარკოზი და სხვები. დააყენა სცენაზე და აკვრევინა ტაში. ეს იყო ცეკვა ქართველი ბიჭების გვამებზე. სარკოზი არ გამოვიდა სასტუმროდან. როგორც ავი ენები ამბობენ, სააკაშვილისთვის უთქვამს, ამ მარაზმში მონაწილეობას არ მივიღებო. კაცი ისე გაფრინდა, არავის უნახავს. სამაგიეროდ გიგი უგულავა გაიპრიწა სცენაზე, ხაოდა და რას ხაოდა, სულ მუშტები უქნია რუსებს!

 

შემდეგ იყო ფილმი სათაურით: „სრული იდიოტობა". თუმცა მას სააკაშვილის ხროვამ სხვა რამე დაარქვა. ჩამოიყვანეს ენდი გარსია ერთი დღით, ახავლეს ნახევარი საათით, ჩაუდეს ჯიბეში მილიონები და გაუშვეს. კაცმა ვერ გაიგო, ვისი როლი ითამაშა და რა ფილმში ითამაშა. მოგიტ...ანთ ხელოვნება და შემოქმედება, კობა ნაყოფიას აახიეს 40 მილიონი. ეს ფული დევნილებისთვის რომ მიეცათ, უკეთესად იგრძნობდნენ თავს. გაუშვეს ეს ფილმი ამერიკაში და დაფიქსირდა, რომ 60-მა ადამიანმა ნახა. ჩვენც ვნახეთ, გული აგვერია და ეგ იყო!

 

შემდეგ იყო ფილმის პრეზენტაცია, ჩამოიყვანეს შერონ სტოუნი. ეს ქალი საერთოდ რა შუაში იყო, ვერავინ მიხვდა. გაეთამაშა მიხა, მოუთათუნა ხელი შერონმა ლოყაზე და დადნა, ეს ჩემის გადანგრეული, ღორის ქონივით, კინაღამ გადმოვარდა კიბიდან. ამასაც ჩაუჯიბეს მილიონები აქ ჩამოსვლაში, ერთ გაღიმებაში. გადაიღეს სურათები წითელი ხიდის გმირებმა ამერიკელ მსახიობთან, გამოფინეს „ფეისბუკში" და რატომღაც ყველას კბილები ჰქონდა დაკრეჭილი. მახსოვს, ერთი ჩინოვნიკის ცოლმაც გადაიღო შერონთან, „ფეისბუკში" ფარისევლები სწერდნენ: დედაააა, შერონი არაფერია შენთან შედარებით, პირდაპირ დაჩრდილეო. ამან მადლობები იხადა, დაიჯერა, შერონი მართლა დავჩრდილეო. ისემც რა გითხარით, როგორ და რანაირად უნდა დაგეჩრდილათ?!

 

აი, რომელი ერთი ტინგიცობა ჩამოვთვალო? ვწერ და ნერვები აღარ მყოფნის... სანამ 2008 წლის ამბები დატრიალდებოდა, ცოტა ხნით ადრე, სააკაშვილს ჩაუტარებია შინაურული თათბირი, სადაც ყოფილა ხორხოცი, რუსების ლანძღვა, პუტინის მასხრად აგდება, მაგას ცხვირით მიწა უნდა ვახვნევინოთო. ვანო მერაბიშვილს გამოუთქვამს წუხილი, ამერიკელებმა კი მოგვცეს თანამედროვე იარაღი, რუსებსაც დედას ვუტირებთ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მსოფლიოში ანგარიშს მაინც არ გვიწევენო. მიშას უთქვამს, მართალი ხარ, რაღაც ისეთი უნდა გავაკეთოთ, რომ ანგარიში გაგვიწიონო... სადაც სასტუმრო „აჭარა" დგას, მანდ ტრიუმფალური თაღი ხომ არ ავაშენოთო? ვააა, მაგარი იქნებაო, მოსწონებია თათბირის მონაწილეთა ერთ ნაწილს. მერაბიშვილი დაფიქრებულა: კი, მაგრამ ტრიუმფალური თაღი ფრანგებსაც აქვთ, ან ეს რა ანგარიშგასაწევია, მოდით, ატომური ბომბი ვიყიდოთ, დღეს ანგარიშს უწევენ იმ ქვეყნებს, ვისაც ატომური იარაღი აქვსო. მიშა შემხტარა და შემოტრიალებულა, გენიოსი ხარო. ირაკლი ოქრუაშვილი მდგარა კართან, თურმე უსმინა, უსმინა და ბოლოს დაიყვირა - თქვენ შიგ ხომ არა გაქვთო?! აი, ესეც შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ირაკლი ოქრუაშვილთან, ყველაზე კარგად მან იცის, რა აფრაკი იყო სააკაშვილი!

 

აღარ უნდა დავუშვათ, რომ ხელისუფლების სიახლოვეს გაიჭაჭანონ!!!" - წერს ზედელაშვილი.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner