აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს ახორციელებს საერთაშორისო არენაზე და მტრულად განწყობილ რეჟიმებს უჭერს მხარს.
„ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინაში და სხვა რეგიონებში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მტრულად განწყობილი რეჟიმების, მათ შორის სირიისა და ირანის მხარდაჭერა და შეურთდეს პასუხისმგებელი ერების საზოგადოებას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.