logo_geo
eng_logo
ჯაბა ჯიშკარიანი: თბილისელმა ამომრჩეველმა ერთხმად უნდა დაუჭიროს კალაძეს მხარი
- +

6 ივლისი. 2017. 19:11



საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან" ჯაბა ჯიშკარიანი თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეზე საუბრობს. როგორც ჯიშკარიანი განმარტავს, კალაძე არის ის პოლიტიკოსი, რომელიც იმსახურებს ქალაქის მერი გახდეს, ვინაიდან იგი ყველაზე უკეთ შეძლებს, გაუმკლავდეს თბილისში არსებულ პრობლემებს.


„კახა კალაძე არის ერთ-ერთი ნათელი სახე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რიგებში. ეს არის ენერგიული ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი წარსულით, აწმყოთი დაამტკიცა, რომ არის კარგი მენეჯერი, მეურნე და პატიოსანი, ქართველი ხალხის ნების მსახური, რომელმაც შეიძლება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გაუკეთოს ის, რასაც თბილისი მოელის, რაც სჭირდება და რასაც თითოეული ჩვენგანი ვემსახურებით ყოველდღიურად. ეს არის უკეთესი თბილისის მოლოდინი, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი ბიუჯეტის დაგეგმარება, უკეთესი ტრანსპორტის მენეჯმენტი, იგივე ის პრობლემები, რაც არსებობს სახეზე. კახა იქნება, ამ თვალსაზრისით, ყველაფრის თავმოყრის ეპიცენტრში და შემდეგ გადაწყვეტის ანალიზის ავანგარდში და აქედან გამომდინარე, თბილისელმა ამომრჩეველმა ერთხმად უნდა დაუჭიროს მას მხარი. დარწმუნებულები ვართ, რომ უპირობოდ დაამარცხებს აბსოლუტურად ყველა მოწინააღმდეგეს, თუ საერთოდ მოწინააღმდეგეები შეიძლება ეწოდოთ მათ. ჩვენ მათ კონკურენტებად არ განვიხილავთ, რადგან კარგად ჩანს კალაძის რეიტინგი. ეს განწყობა იგრძნობა დედაქალაქში. დარწმუნებულები ვართ, რომ ის უპირობოდ გაიმარჯვებს", - აცხადებს ჯიშკარიანი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner