logo_geo
eng_logo
თეა ინასარიძე: ჩემი პირველი წიგნი დაიბადა!
- +

6 ივლისი. 2017. 20:26




ჟურნალისტი თეა ინასარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„მოკლედ, ფარდას ვხდი საიდუმლოს!

 

გასული წლის ნოემბერში შოკისმომგვრელი ამბავი შემატყობინეს... რომ გამომცემლობა „პალიტრა L" ჩემს პირველ წიგნს დაბეჭდავს... „გათხოვილის დღიურს", რომლითაც ფაქტობრივად გამიცნო მკითხველმა (მიუხედავად იმისა, რომ ანონიმური ავტორი ვიყავი). ბოლომდე დღემდე არ მჯეროდა ეს ამბავი და ამიტომ, გადავწყვიტე საიდუმლოდ შემენახა... მანამ, სანამ ხელში არ დავიჭერდი ჩემს ახდენილ ოცნებას!

 

2 თვე ვიმუშავე ტექსტზე, ცოტა რაღაც შევცვალე, ცოტა ვიღაც დავამატე, რომ მათთვისაც საინტერესო ყოფილიყო მეორედ წაკითხვა ნაცნობი ამბის, რომელიც ბევრმა ძალიან ახლოს მიიტანა და ამით მე ძალიან გამახარა, როგორც ავტორი...

 

შემდეგ, იყო ლოდინის პერიოდი... 5 თვე და ცოტა მეტი ველოდი მას  დროდადრო, მონაწილეობას ვიღებდი წიგნის დიზაინში  ძალიან მალე, ის „ბიბლუსის" წიგნის მაღაზიის ქსელში ჩაეშვება და ვერ ვიჯერებ, რომ მე იქ შევალ და დახლზე ჩემი წიგნი დამხვდება! ეს წარმოუდგენელია!

 

მადლობა, ვინც ჩემს წიგნს ელოდით, მადლობა მოლოდინისთვის, სტიმულისთვის და ყველაფრისთვის  მკითხველის ყოველი მოწერილი სიტყვა ჩემთვის იყო უძვირფასესი.

 

არ მჯერა, რომ ახლა ამ სტატუსს ვწერ და ძალიან მიხარია! მოკლედ, მეგობრებო, ჩემი პირველი წიგნი - დაიბადა!

 

განსაკუთრებული მადლობა „პალიტრა L-ს", მაია ალუდაურს  ჩემს პირველ რედაქტორს (წიგნის) - თეა ბარამაშვილს, ზურა ნიკოლაიშვილს და ლევან ლაცაბიძეს, წიგნისთვის აუცილებლად, ნინიკო ტურაშვილს და ლელა მოდებაძეს, ვისი დავალებითაც გაჩნდა იდეა და რომანი. მიყვარხართ ყველა!

 

პატივისცემით, თქვენი ავტორი", - წერს თეა ინასარიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner