საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას რამე საფრთხეს შეუქმნის, უარს იტყვის ყველაფერზე.
„თუ ამ ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი; მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა; ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის დაცულობას, უარს ვიტყვი ნებისმიერზე, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა მეჭიაურმა.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, ეს იყოს NATO, მეჭიაურმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება იყოს".
„ვერ ვხვდები, რატომ არის ამ საკითზე აურზაური. თავად NATO გვეუბნება უარს მიღებაზე. დავეტიოთ ჯერ ევროპაში", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.