logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე - ტყის მასალის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს
- +

7 ივლისი. 2017. 11:19



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე ხე - ტყის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.


პირველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა 22 მ3 საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების,  ხოლო მეორე შემთხვევაში  13 მ3 საქონლის ტრანსპორტირების ფაქტებს.


ამოღებულია ხე - ტყის მასალა და სატრანსპორტო საშუალებები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ხე - ტყის მასალის წარმომავლობისა და დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირების გამოვლენა - მხილების მიზნით.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე 200 პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner