logo_geo
eng_logo
მექსიკის ციხეში მასობრივი ჩხუბის შედეგად 28 პატიმარი დაიღუპა
- +

7 ივლისი. 2017. 12:02



2 კრიმინალური ჯგუფის დაპირისპირების შედეგად, მექსიკის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ციხე „ლას-კრუსესში", 28 პტიმარი დაიღუპა.


„ლას-კრუსესის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარს თავი ჰქონდა მოკვეთილი.


მათივე ცნობით, უმეტესობა სასჯელმისჯილი ცემისა და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის საფუძველზე გარდაიცვალა.


ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაქტის გამოძიება დაიწყო. ციხის გარეთ სამართალდამცველების კორდონია დაყენებული, რადგან პატიმრების ნათესავებმა დაპირისპირების შესახებ ინფორმაცვიის გაგების შემდეგ, ციხეში შეჭრა სცადეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner