არსებობს ტრადიციები, რომლებიც წარსულში გვაბრუნებენ და თან მყუდროება მოაქვთ. 2009 წლიდან ბელარუსში, ბრესტში გაჩნდა მეფარნის შტატი, რომელიც ქალაქში, ქვეითებისთვის განკუთვნილ მთავარ ქუჩაზე, ფარნებს ყოველდღიურად ანთებს და აქრობს. იგი ისეთივე უნიფორმაშია გამოწყობილი, როგორსაც მეფარნეები 100 წლის წინათ ატარებდნენ.
ის კიბეზე დგება და ხელით ანთებს ნავთის ფარნებს. ქუჩაში სულ 19 ფანარი დგას. მეფარნე შებინდებისას გამოჩნდება ხოლმე და რიტუალის შესრულებას შებინდებისას იწყებს.
იმავე ქუჩაზე მდებარებს ღამურას ქანდაკება, რომელსაც კლანჭებში ფარანი უჭირავს. ეს იმის სიმბოლოა, რომ ბრესტში არასდროს დაბნელდება. ღამურა დარაჯობს სინათლეს, რომ ფარანი ყოველთვის, ნებისმიერ ამინდში ენთოს.
ასეთი ლამაზი ტრადიცია აღადგინეს თავიანთ ქალაქში ბელარუსებმა, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს, განსაკუთრებით ბავშვებს.