ე.წ. ციანიდს საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს დაიკითხებიან ოქრომჭედლები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ, როგორც ნატრიუმის, ასევე კალიუმის ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენებას.
პროკურორის თქმით, ოქრომჭედლების გარდა დღეს დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას დაადასტურებენ.
„დაცვის მხარე აპელირებდა, თითქოს ბრალდებულს ნატრიუმის ციანიდი ოქრომჭედლობისთვის სჭირდებოდა. დღეს ოქრომჭედლები დაიკითხებიან, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ, როგორც ნატრიუმის, ასევე კალიუმის ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენებას", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.