ჩინეთის ჰუნანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა.
წყალდიდობის შედეგად 14 ათასი სახლი დაინგრა, 70 ქუჩის გზები დაზიანდა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 22 ჰექტარი და 13 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. საერთო ჯამში, სტიქიამ 815 ათასი ადამიანი დააზარალა.
სტიქიამ ჩინეთის ეკონომიკას 1,3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.
სტიქიური უბედურება ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.