logo_geo
eng_logo
ილია მეორე: შევთხოვ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა, სიხარული, მთლიანობა აჩუქოს საქართველოს
- +

7 ივლისი. 2017. 14:33



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში პარაკლისი გადაიხადა და მრევლს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული მიულოცა.


უწმინდესის თქმით, წმინდა იოანე ნათლისმცემელი ყოველი გაჭირვებული ადამიანის განსაკუთრებული დამხმარეა.


დღეს არის განსაკუთრებული დღე. ვდღესასწაულობთ შობას წმინდა იოანე ნათლისმცემლის, რომელიც არის რჩეული ადამიანთა შორის და დღეს შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა, სიხარული, მთლიანობა აჩუქოს საქართველოს. წმინდა იოანე ნათლისმცემელი განსაკუთრებული წმინდანია და დამხმარეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. გაჭირვებული ადამიანი მრავალია დედამიწაზე და შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი", - განაცხადა უწმინდესმა.


პატრიარქმა პარაკლისის დასრულების შემდეგ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის მოძღვრები დალოცა და დააჯილდოვა. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა მონასტრის მოძღვრებს, კერძოდ, მონასტრის წინამძღვარს დეკანოზ რევაზს დიდი შრომისათვის. პატრიარქმა დეკანოზი მიქაელ (ანდრიაძე) მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, დეკანოზი გურამ ბერძული კი, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner