logo_geo
eng_logo
აზარბაიჯანის საგარეო უწყება რუსეთს: თავად გადავწყვეტთ ვის შემოვუშვებთ ქვეყანაში
- +

7 ივლისი. 2017. 15:29



აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური განცხადება ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო უწყების განმეორებითი მითითება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით გაუგებარია და გაოცებას იწვევს.


ასეთი არამეგობრული დამოკიდებულება არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის არსს.

აზერბაიჯანულმა მხარემ სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის პირობები შექმნა წინასწარი გაფრთხილებისა და ინფორმირების რეჟიმის საფუძველზე.

დღემდე ამ პირობებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ასობით სომეხი ეროვნების ადამიანი იყო დაშვებული რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

აზერბაიჯანი საკუთარი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინეტერესებიდან გამომდინარე თავად წყვეტს უცხო ქვეყნების მოქალაქეების საკუთარ ტერიტორიაზე დაშვების საკითხს.

რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი, გამომდინარე მის მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან, უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავს კონფლიქტის დროულად მოგვარებისთვის და სომხური სამხედრო შენაერთები გავლენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ამის შემდეგ გამოჩნდება მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. აზერბაიჯანის ეს პოზიცია არაერთხელ მიეწოდა შესაბამისი ფორმით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.


ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი, რომელიც 1988 წელს დაიწყო, ბოლო დღეების განმავლობაში უკიდურესად გამწვავდა. 2 დღის წინ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელი სომხური მხრიდან დაბომბვის შედეგად ბებია და 2 წლის შვილიშვილი დაიღუპნენ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიასა პოლიტიკურ წრეებში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner