ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა, ოცი კი დაშავდა.
ტერაქტის განხორციელების შემდეგ კი, ეგვიპტელ სამხედროებსა და ტერორისტებს შორის სროლა მოხდა, რომლის დროსაც 40 ტერორისტი მოკლეს.