„როსია 24"-ის ინფორმაციით, წლების შემდეგ ფიდელ კასტრო საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა. ის რაულ კასტროს 2007 წელს გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნის საღამოს დაესწრო. ვილმა ესპინი კუბის რევოლუციის ერთ-ერთი გმირია. კასტრომ ამ დღეს დაარსებულ ცენტრში განათლებისა და მედიცინის განვითარებაზე ისაუბრა და საზოგადოებას ტრიბუნიდან მიმართა.