logo_geo
eng_logo
გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ინდოელებს პატიმრობა შეეფარდათ
- +

7 ივლისი. 2017. 18:23



არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის დაკავებულ ინდოეთის მოქალაქეებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.


პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე - თითოეულისთვის 3 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას.


შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ორი მოქალაქე 4 ივლისს დააკავეს. მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სსკ-ის 138-ე მუხლი - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკთან მიუღწეველთან. ამ მუხლისთვის გათვალისწინებულია 11-დან 15 წლამდე პატიმრობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner