logo_geo
eng_logo
არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- +

7 ივლისი. 2017. 19:16


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე  ბრალდებულებს - ჰ.ს.-ს და რ.ს.-ს  აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.


„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 30 ივნისს, დღის საათებში,  ჰ.ს.-მ და რ.ს.-მ თბილისში, ვარკეთილის ზემო პლატოზე, სამი არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით შეიყვანეს საცხოვრებელ სახლში და მოზარდებთან ჩაიდინეს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

 

სამართალდამცველებმა რ.ს. და ჰ.ს. 2017 წლის 4 ივლისს თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11- დან 15  წლამდე ითვალისწინებს", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner