logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: პროცესი მიმდინარეობს ისე როგორც საჭიროა!
- +

7 ივლისი. 2017. 19:49


„ეს სიუჟეტი არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობა. რატომღაც 2005 წლიდან დღემდე არავის გახსენებია უკონდიციენერო და უფანჯრო ყვითელ ავტობუსებში გატარებული ცხელი ზაფხული", - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:


„რაც შეეხება ახალ ავტობუსებს და ახალი ავტობაზას, ეს არის თბილისის მერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტები.

 

თბილისის მერიამ დონორებთან მუშაობა 2015 წლის აპრილიდან დაიწყო ავტობუსების ჩანაცვლების პროექტზე, შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში მოხდა, 2016 წლის აპრილში გამარჯვებული - გერმანული კომპანია MAN გამოვლინდა. პირველი 10 ავტობუსი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბერში მიიღო, შემდეგი 133 ეტაპობრივად, 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2017 წლის თებერვალ - მაისში. 40-ზე მეტი ავტობუსი უკვე სხვადასხვა ხაზებზე ემსახურება თბილისელებს. დარჩენილი რაოდენობა 20 ივლისიდან ახალი ავტობაზის ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ განთავსდება სხვადასხვა მარშრუტებზე. პროცესი მიმდინარეობს ისე როგორც იყო დაგეგმილი და რასაც ითვალისწინებდა გერმანული კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ავტობუსების მოწოდებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება ავტობაზას, შენებლობა 2016 წლის ზაფხულის ბოლოდან დაიწყო, მშენებლობა მოიცავს დიდ დიღომში 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 377 ავტობუსზე გათვლილი სადგომის, თანამედროვე ტექნოლოგიების სამრეცხაოს, გაზგასამართი სადგურის, MAN-ის ავტორიზებული სარემონტო სივრცის, თანამედროვე ადმინისტრაციული შენობის მოწყობის სამუშაოებს. ამ დროისათვის მშენებლობის პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია. მიმდინარეობს კომუნიკაციების დაერთების და ბაზის აღჭურვის პროცესი, ბაზის გახსნა 17 ივლისიდან არის დაგეგმილი. თანამედროვე ავტობუსების ბაზის მშენებლობა 70-იანი წლების შემდეგ პირველი მასშტაბური პროექტია თბილისში. ამ შემთხვევაშიც პროცესი დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

 

ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ისე როგორც საჭიროა და არაფერი შეჩერებული არ არის, როგორც ეს შეიძლება სურდეს ამ სიუჟეტის დამკვეთებს", - წერს ლექვინაძე.


გთავაზობთ „რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ლინკს:

http://rustavi2.ge/ka/news/79765





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner