რუსეთში ტერაქტების მზადებაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავეს. სპეცსამსახურებმა ოპერაცია რუსეთ-ყაზახეთის საზღვართან მდებარე ქალაქ პალასოვკაში ჩაატარეს.
დაკავებულია 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა. ჩხრეკისას აღმოჩენილია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ექსტრემისტული შინაარსის ლიტერატურა.
დაკავებულები ე.წ. „პალასოვის ჯამაათის" წევრები არიან, რომელიც, რუსული პრესის თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გასაწევრიანებლად ადამიანების რეკრუტირებით იყო დაკავებული.