logo_geo
eng_logo
რუსეთში ტერაქტების მზადებაში ეჭვმიტანილი ხუთი ადამიანი დააკავეს
- +

8 აპრილი. 2016. 17:32


რუსეთში ტერაქტების მზადებაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავეს. სპეცსამსახურებმა ოპერაცია რუსეთ-ყაზახეთის საზღვართან მდებარე ქალაქ პალასოვკაში ჩაატარეს.

დაკავებულია 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა. ჩხრეკისას აღმოჩენილია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ექსტრემისტული შინაარსის ლიტერატურა.



დაკავებულები ე.წ. „პალასოვის ჯამაათის" წევრები არიან, რომელიც, რუსული პრესის თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გასაწევრიანებლად ადამიანების რეკრუტირებით იყო დაკავებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner