აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გაიმართა, დასრულდა.
ნაცვლად დაგეგმილი 30 წუთისა, შეხვედრა 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.
შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტების თანდასწრებით კომენტარები გააკეთეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ პუტინთან ერთად აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებისთვის დადებით შედეგებს მოელის.
თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ამგვარი პირისპირი შეხვედრები და იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს.