logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ბატონო რომან, ვიდრე ხელისუფლებას გააკრიტიკებდე, გაიხსენე, რომ კუპონის შემოქმედი ხარ!
- +

7 ივლისი. 2017. 23:20


რამდენიმე დღის წინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ყველაზე ორიგინალური საჩუქარი დაიმსახურა. უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას მილიონები საჯაროდ გადასცა! „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ალექსანდრე ქანთარიამ ამ ფაქტზე ისაუბრა და გოცირიძისთვის კუპონების გადაცემის ფაქტი განმარტა.

 

„რომან გოცირიძე ისეთი პოზიციიდან საუბრობს, თითქოს მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს დალხენილი ცხოვრება ჰქონდა და ეკონომიკა ყვაოდა. ერთ დღეში საქართველოს მოქალაქეები მილიონრებად აქცია. სწორედ მაშინ დაიქცა საქართველოს ეკონომიკა და მის შემდეგ ვეღარ გავიმართეთ წელში. ბატონო რომან, ვიდრე ხელისუფლებას გააკრიტიკებდე, გაიხსენე, რომ კუპონის შემოქმედი ხარ!

 

ჩემი სიტყვით გამოსვლის მომენტში სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და კუპონები მაგიდაზე დავუდე. მოგვიანებით, როცა ნახა, გაეცინა, ეტყობა, ახალგაზრდობა გაახსენდა და გაუხარდა.

 

გაჭირვება რომ არის, ყველა ვგრძნობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ ვითარების გამოსასწორებლად, მაგრამ მათ რა გააკეთეს?! ისე იქცევიან, თითქოს წინა ხელისუფლებაში ნაციონალების ორეულები იყვნენ და ეკონომიკის განადგურებაში მათი წვლილი არ იყოს", - აცხადებს ქანთარია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner