logo_geo
eng_logo
ქართველმა მოჭიდავეებმა პოლონურ ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს
- +

8 ივლისი. 2017. 01:00


პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე გრან-პრის გათამაშებაში, შეჯიბრის პირველ დღეს, ვაჟთა შორის, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.


შეჯიბრის პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 61 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ბერძნულ-რომაულში 59, 75 და 130 კილოგრამებში.


საქართველოს ნაკრების 5 ფალავნიდან, ოთხმა, 4 მედლის მოპოვება შეძლო. ტურნირის გამარჯვებული ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალს კი ბექა ლომთაძე (61) და ავთანდილ კენჭაძე (74) დაეუფლნენ.


ბერძნულ-რომაულო სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, პირველ სათამაშო დღეს  მხოლოდ ერთ წონაში ჰყავდათ წარმომადგენელი, 130კგ-ში ლევან არაბულმა ყველა შეხვედრა მოიგო და საბოლოოდ ოქროს მედალი მოიპოვა.


8 ივლისს მედლების 6 კომპლექტი გათამაშდება : თავისუფალი 57, 86, 125 კგ და ბერძნულ-რომაული 71, 80, 98 კგ წონით კატეგორიებში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner