7 აპრილს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ თემურ თათარაშვილის კონცერტი გაიმართა. კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო. კონცერტის ჩასატარებლად კულტურის სამინისტრომ ფინანსების გამოყოფაზე უარი განაცხადა, თუმცა კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის და თბილისის მერიის ხელშეწყობით ულამაზესი საღამო მაინც შედგა.
ამ ფაქტს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მადლობა თემოს!!!! მადლობა ოქიტას!!!
საოცარი საღამო იყო. სიყვარულით, ემოციებით,მოგონებებით სავსე!!!
ნიჭს და ხალხის სიყვარულს სამინისტროს დახმარება ნამდვილად არ სჭირდება!!!
დიახ!!!" - წერს ხოფერია.