აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატში მკაცრი რეჟიმის ციხიდან პატიმარი დრონის დახმარებით გაიქცა.
ტელეკომპანიის ცნობით, უცნობებმა დრონის საშუალებით, 46 წლის ჯიმი კოზის საკვნეტები მიაწოდეს, რომელიც მან გაქცევის დროს გამოიყენა. პატიმარმა გაქცევისას თან გაიყოლა ასევე 4 მობილური ტელეფონი, რომელიც კონტრაბანდის გზით მიიღო, იარაღი და 47 ათასი დოლარი.
ჯიმი კოზი თავისუფლებაში მხოლოდ რამდენიმე დღე იყო, ის 5 ივლისს გაიქცა და 7 ივლისს, ტეხასში, ერთ-ერთ მოტელში დააკავეს.
ჯიმი კოზის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ის დამნაშავედ ცნეს 2004 წელს ადვოკატის და მისი ოჯახის მძევლად აყვანაში. კოზი ციხიდან დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგაც გაიქცა, თუმცა ის მაშინაც დააკავეს.
წყარო - http://www.foxnews.com/