logo_geo
eng_logo
ისრაელმა მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა
- +

8 ივლისი. 2017. 11:54



ისრაელის პარლამენტმა „მწვანე შუქი" აუნთო ახალ რეპატრიანტებს და უცხოელებისთვის ისრაელის მოქალაქეობის მიღების პროცესი გაამარტივა.


ამის შესახებ ფეისბუქ ჯგუფის „ქართველი ემიგრანტები იტალიაში" ადმინისტრატორი გია კვარაცხელია justfly.ge- დაყრდნობით წერს.


ცვლილებების თანახმად, 26 ივლისიდან ისრაელში ახალჩასულები, დამატებითი პირობების გარეშე, მიიღებენ „დარკონს" - ისრაელის პასპორტს, რომელიც 150 ქვეყანაში თავისუფლად შესვლის საშუალებას იძლევა.


ისრაელში მოქმედებს „კანონი დაბრუნების შესახებ", რომელიც ნებისმიერ ებრაელს საშუალებას აძლევს დაბრუნდეს თავის ისტორიულ სამშობლოში და გახდეს ისრაელის მოქალაქე. ეს წესი ასევე ვრცელდება ახლო ნათესავებზეც - ქმარი, ცოლი, ბავშვები და შვილიშვილები. გამონაკლისებს წარმოადგენენ ადამიანები ნასამართლეობით, ან ისინი ვინც დაიბადნენ ებრაელებად და შემდეგ შეიცვალეს რელიგია. კანონით ებრაელად ითვლება ის, ვისაც ჰყავს ებრაელი დედა ან მიიღო იუდაიზმი.


ისრაელის აბსორბციის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ახალი რეპატრიანტი გახდა 30 ათასი ადამიანი. ამ დრომდე ახალჩამოსულები თავდაპირველად იღებდნენ შიდა პასპორტს - „ტეუდატ ზეუტს". 3 თვის შემდეგ რეპატრიანნტი ღებულობდა შემდეგი დონის პასპორტს - „ტეუდატ მაავარი", რომელიც ათეულობით ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას აძლევდა. ამ პასპორტით ისრაელში ერთი წლით ცხოვრების შემდეგ, ადამიანი იღებდა „დარკონს", რომელიც მოქალაქეს 150 ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებას აძლევდა.


ამიერიდან კი, რეპატრიანტი ისრაელში ჩასვლისთანავე მიიღებს ისრაელის მოქალაქეის სრულფასოვან პასპორტს - „დარკონს".


კანონმდებლობაში აღნიშნული ცვლილების შეტანა ავტომატურად ანულებს მოქალაქეობის მისაღებად ისრაელში 1 წლიანი ცხოვრების აუცილებლობას. შესაბამისად, ისრაელის პასპორტს რეპატრიანტი მომენტალურად, ქვეყანაში ჩასვლისთანავე მიიღებს. ამ კანონის ინიციატორების თქმით, დრო მოვიდა წერტილი დაესვას ისრაელის მოქალაქეების სხვადასხვა დონეებად დაყოფას.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner