logo_geo
eng_logo
იაპონიასა და ჩინეთში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა
- +

8 ივლისი. 2017. 12:22



იაპონიაში, ფიკუოკას და ოიტას პრეფექტურებში, გადაუღებელი წვიმის,  წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე, გაიზარდა, დაკარგულია 16 ადამიანი. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 1022 ადამიანი გააარჩინეს.


ძლიერი წვიმები იაპონიაში უკვე ერთი კვირაა გრძელდება. დანგრეულია გზები და ხიდები. სტიქიის მასშტაბების დათვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო ჩინეთის სამხრეთში, 26 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაკარგულად ითვლება. 1 ივლისიდან მიმდინარე წვიმების გამო, ადგილობრივი მდინარეები ადიდდა. სტიქიამ 13 ქალაქი მოიცვა. ჩინეთის სამხრეთ რეგიონში სტიქიის შედეგად მილიონ 88 ათასი ადამიანი დაზარალდა. 185 ათასი უბედურების ზონიდან ევაკუირებულია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner