„დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმებას ძალიან მალე გავაფორმებთ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
G20 სამიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ლონდონს ესტუმრება.
მისი თქმით, ის ელოდება, რომ დიდ ბრიტანეთთან ახალ სავაჭრო მოლაპარაკებებზე შეთანხმდებიან, რაც ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ ტერეზა მეისთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.