logo_geo
eng_logo
დავით ქაცარავა: მოგმართავთ ყველას, ვისაც იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა ბრძოლის და გამარჯვების!
- +

8 ივლისი. 2017. 15:12



 

„ბრძოლა დაიწყო და გრძელდება! მოგმართავთ ყველას, ვისაც იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა ბრძოლის და გამარჯვების!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

14 ივლისს, უბრალო ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები ვიწყებთ ბრძოლას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ და გავაგრძელებთ სანამ არ გავიმარჯვებთ!

 

14 ივლისი იქნება ის დღე, როდესაც ყოველი საქართველოს მოქალაქე დაიწყებს მოძრაობას გაერთიანებისაკენ!

 

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ!

 

ეს იქნება ის დღე, როდესაც ჩვენი შვილები დაინახავენ იმ დიდ ძალას და სულისკვეთებას, რომელმაც ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს ქართული მიწის დასაცავად!

 

14 ივლისს, სწორედ საოკუპაციო ზოლთან იქნება ის სიმბოლური ადგილი, სადაც ყოველი ჩამოსული მოქალაქე გამოხატავს ნებას და საფუძველს ჩაუყრის საქართველოს გაერთიანების პროცესს!

 

ეს იქნება ის ადგილი, სადაც შეიკრიბება სახალხო ლაშქარი და მხოლოდ საქართველოს დროშების ქვეშ!

 

არანაირი პოლიტიკა, არავითარი პოლიტიკური ორგანიზაციები თავიანთი სიმბოლიკით! მხოლოდ საქართველოს დროშა და ქართული მიწის სიყვარული გაგვაერთიანებს!

 

მოვუწოდებ დამსაქმებლებს გაიღონ სამშობლოსთვის ნახევარი სამუშაო დღე და მისცენ საშუალება ადამიანებს გამოხატონ საკუთარი ნება!

 

მივმართავ საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს - მოგვეცით საშუალება ჩვენი ენერგია და შემართება მოვახმაროთ ქართული საქმის კეთებას! ჩვენ ვართ ხალხი! ჩვენ ვართ იმ მიწის შვილები რომელსაც გვართმევენ ოკუპანტები! ჩვენ ვართ ძალა, რომელიც იმართება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მიწის დაცვით ნებით!

 

ძალა ერთობაშია!" - წერს ქაცარავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner