logo_geo
eng_logo
„სემეკის ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“
- +

8 ივლისი. 2017. 15:31



პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე მაია მელიქიძის კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი სემეკში სამომავლო გეგმებზე „საქმის კურსთან" საუბრობს.


მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა. ამასთან როგორც მელიქიძე აღნიშნავს, მარეგულირებელი ობიექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოა.


სემეკის საბჭოს წევრები პროფესიონალები და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები არიან. ვხედავ რამდენად მაღალია მათი კვალიფიკაცია და ჩვენ ერთობლივი ძალებით შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ის შესაძლებლობები, რაც დღეს სემეკს გააჩნია", - ამბობს მელიქიძე.


სემეკის ახალი წევრი „საქმის კურსთან" „ინტერ რაოს" დავასაც აფასებს. მაია მელიქიძე ამბობს, რომ 2014 წლის 30 ივლისს ძალაში შევიდა ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, რომელიც უნივერსალური მეთოდოლოგიაა. მისივე თქმით, მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაში ჩართული იყო, როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორი და დარგის ექსპერტები.


მეთოდოლოგია მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ არის შეჯერებული პოზიცია. სემეკი ყველასთან მიმართებაში აღნიშნული მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. სემეკი აბსოლუტურად ობიექტური და დამოუკიდებელი ორგანოა. თუ ინტერ რაო'' თვლის, რომ გარკვეული საკითხები სადავოა, მას შესაძლებლობა აქვს, რომ არბიტრაჟს მიმართოს და რამდენადაც ვიცი, უკვე მიმართა და შესაბამისად ეს ნორმალური პროცესია, სადაც ამ საკითხის განხილვა მოხდება. არსებობს ასეთი პრაქტიკა, როდესაც 20%- ყიდულობს სახელმწიფო 20/80-ზეა და 80%-ის რეალიზაცია თვითონ კომპანიაზეა. გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე საუბარი სხვადასხვა ბალანსებზე იყო. ინტერ რაო''-სთან დაკავშირებით ვიცი, რომ მემორანდუმი გაფორმდა, სადაც ეს საკითხი კონკრეტულად იყო ჩადებული, მაგრამ მას შემდეგ რაც ტარიფების უნივერსალიზაცია მოხდა ვითარება შეიცვალა, რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხს სემეკი განიხილავს და თუ კი ის უნივერსალურია ყველას მიმართ ასეთი უნდა იყოს და აქ გამონაკლისები სასურველია, რომ არ არსებობდეს", - ამბობს მელიქიძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner