„დიდი ოცეულის" სამიტის პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი სიცოცხლეში არ არის ისეთი, როგორიც ეკრანზე ჩანს.
გარდა ამისა, მან დაამატა, რომ მათი შეხვედრის შემდეგ, აშშ-სა და რუსეთს შორის, ურთიერთობის გაუმჯობესების საფუძველს ხედავს.
2016 წლის ამერიკულ არჩევნებში ჩარევის შესახებ კითხვაზე, პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთი ამასთან კავშირში არ არის. ამის შესახებ ამერიკელ ლიდერთან მათ უკვე ისაუბრეს, სადაც რექს ტილერსონის თქმით, პუტინი აბსოლუტურად უარყოფდა ჰაკერულ ჩარევას.
მიუხედავად იმისა, რომ G20-ის სამიტი ძირითადად ეკონომიკურ სფეროს ეხება, პუტინს პოლიტიკურ კითხვებს მაინც უსვამდნენ.
გარდა ამისა, პუტინის თქმით სამიტზე ეკონომიკურ პრინციპებზე იმსჯელეს, რაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდრტების მიხედვით მუშაობისთვის.