გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს ღამით კახეთის რეგიონში სეტყვაა მოსალოდნელი.
ხვალ დღის პირველ ნახევარში კი კახეთსა და მათ შორის თბილისში, უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქნება წვიმა ელჭექით. გაძლიერდება ქარი.
დასავლეთ საქართველოში და შავი ზღვის სანაპიროზე, ხვალ, ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიღრუბლება.