logo_geo
eng_logo
პოლონეთი უკრაინასა და ბელარუსთან საზღვრებზე ღობის აშენებას გეგმავს
- +

8 ივლისი. 2017. 21:15



The Newspapers-ის ინფორმაციით, პოლონეთი უკრაინასა და ბელარუსთან საზღვრებზე აფრიკული ღორის ჭირთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში ღობის აშენებას გეგმავს. საზღვრის 729 კილომეტრი შემოისაზღვრება.


„ეს ავადმყოფობა გარეულ ღორებში იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ის ვეღარ შეძლებს შორ მანძილზე გადაადგილებას და მითუმეტეს, ღობეზე გადახტომას", - ამბობს პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ევა ლეხი.


წინასწარი მონაცემებით, ღობის შემოვლება საზღვარზე 27 მილიონი დოლარი დაჯდება.


პირველად ეს ვირუსი პოლონეთში 2014 წელს აფეთქდა. ყველაზე ხშირი შემთხვევა ბელარუსის საზღვართან დაფიქსირდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner