„დიდი ოცეულის" სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ გერმანია პოლიტიკურ თვითმკვლელობას სჩადის. ერდოღანის აზრით, გერმანიაში არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება. მსგავსი კომენტარი ერდოღანმა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გააკეთა, როდესაც ბერლინმა მას გერმანიაში მცხოვრები თურქეთის ნახვის უფლება არ მისცა.
„როდესაც ვამბობ, რომ გერმანია პოლიტიკურ თვითმკვლელობას სჩადის, ეს სწორედაც, რომ თვითმკლელობაა. ეს ბუმერანგივითაა, რომელიც დაუბრუნდა იმას, ვინც ისვრის", - განაცხადა ერდოღანმა.
ჰამბურგში ორდღიანი ვიზიტის დროს, ერდოღანის ადმინისტრაცია გეგმავდა პრეზიდენტის თურქ მოსახლეობასთან შეხვედრას, თუმცა მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გებრიელმა, ერდოღანს ამაზე უარი უთხრა, რადგან შეხვედრა, სამიტის ფორმატს არ ითვალისწინებდა.
30 ივნისს, გერმანიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აუკრძალა უცხოეთის ხელისულებას, თავის ტერიტორიაზე პოლიტიკური აგიტაციების ჩატარება.