„დიდი ოცეულის" სამიტზე გადაწყდა, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმება, მიუხედავად აშშ-ის გამოყოფისა, ხელშეუხებელია და გააგრძელებს თავის სამსახურს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2017 წლის 12 დეკემბერს, პარიზში, კლიმატის შესახებ ახალი სამიტი ჩატარდება, სადაც განიხილავენ პროექტების ფინანსირებას გარემოს დაცვის სფეროში.
შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარიზის კლიმატის შეთანხმებას ტოვებს. მისი თქმით, შეთანხმებაში დაბრუნება შესაძლებელი გახდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული პირობები შეიცვლება რადგან დღევანდელი „უსამართლოა".