logo_geo
eng_logo
„დიდი ოცეულის“ სამიტზე გადაწყდა, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმება ხელშეუხებელია
- +

9 ივლისი. 2017. 02:00




„დიდი ოცეულის" სამიტზე გადაწყდა, რომ პარიზის კლიმატის შეთანხმება, მიუხედავად აშშ-ის გამოყოფისა, ხელშეუხებელია და გააგრძელებს თავის სამსახურს.


საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2017 წლის 12 დეკემბერს, პარიზში, კლიმატის შესახებ ახალი სამიტი ჩატარდება, სადაც განიხილავენ პროექტების ფინანსირებას გარემოს დაცვის სფეროში.


შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარიზის კლიმატის შეთანხმებას ტოვებს. მისი თქმით, შეთანხმებაში დაბრუნება შესაძლებელი გახდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული პირობები შეიცვლება რადგან დღევანდელი „უსამართლოა".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner