პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა საავადმყოფოში დააწვინეს.
ჟურნალისტების ცნობით, ექს-პრეზიდენტი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განყოფილებაში იმყოფება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი იქნება 73 წლის პოლიტიკოსი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ლეხ ვალენსა პოლონეთის პრეზიდენტის პოსტს 1990-1995 წლებში იკავებდა.