„დიდი ოცეულის" სამიტი, რომელიც ჰამბურგში მიმდინარეობდა, ოფიციალურად დასრულდა.
2-დღიანი სამიტის ფარგლებში მსოფლიო ლიდრებმა საერთაშორისო საკითხები განიხილეს, მათ შორის ყველაზე აქტუალური სირიის კრიზისი და უკრაინის კონფლიქტი გახდა.
ჰამბურგში სამიტის დახურვის ოფიციალური ცერემონია უკვე გაიმართა. მსოფლიო ლიდერებმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა იყო. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
G20-ის მომდევნო სამიტი 2018 წელს არგენტინაში გაიმართება.