ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაზისუბანი დაზარალდა. როგორც imedinews-ს სოფელ ვაზისუბანში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია ბაღჩეული კულტურა და ვენახები.
რა ოდენობის ზარალზეა საუბარი ჯერ უცნობია. ადგილზე შესაბამისი კომისია მუშაობას ცოტა ხანში დაიწყებს.
სტიქიამ ერთწლიანი კულტურების ნაწილი ლაგოდეხშიც გაანადგურა მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ნინიგორი, გიორგეთი და აფენი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებით და ამ სოფლებში ელექტროენერგია ავარიულად გამოირთო. დაზარალდა ქალაქი ლაგოდეხიც.