logo_geo
eng_logo
ეუთო-მ აზერბაიჯანის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
- +

9 ივლისი. 2017. 12:56



ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც აზერბაიჯანში, რუსეთსა და ბელორუსიაში ადამიანების უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას აკრიტიკებს.


მინსკში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, შვედი დეპუტატის რეზოლუციის პროექტს, 8 ივლისს, მხარი დაუჭირა 31 დელეგატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა და ამდენივემ თავი შეიკავა.


რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განვითარების გაუარესების გამო. ასევე, აღნიშნულია, რომ მატულობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, პოლიტიკური ოპზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტები კი, მძიმე ვითარებაში არიან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner