ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰამბურგში ჩატარებულ „დიდი ოცეულის" სამიტი შეაფასა და მას წარმატებული უწოდა.
ტრამპმა აღნიშნული შეფასება იმ წინააღმდეგობის მიუხედავად გააკეთა, რაც ვაშინგტონსა და „დიდი ოცეულის" სხვა ქვეყნებს შორის კლიმატის შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებობს.
ერთობლივ განცხადებაში 18 ქვეყნის ლიდერებმა და ევროკავშირმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლა ოფიციალურად აღიარეს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ დაეხმარება სასარგებლო წიაღისეულის ნაკლებ საზიანო და მეტად ეკოლოგიური გზით მოპოვებაში.