logo_geo
eng_logo
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მე-8 საავადმყოფოს სახურავიდან გადმოხტა
- +

9 ივლისი. 2017. 13:53



„ნიუპოსტის" ინფორმაციით, დილის 6 საათზე, ყოფილი მერვე საავადმყოფოს შენობის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოხტა. როგორც „ნიუპოსტს" თვითმხილველმა განუცხადა, საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსის მაცხოვრებლემა დაგდებული მამაკაცი შენიშნეს.

 

ძლიერი დაცემის ხმამ გაგვაღვიძა, რომ გამოვედით, ბიჭი ძირს ეგდო", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.


ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.


მომხდარს ადასტურებენ შს სამინისტროში, როგორც „ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner