logo_geo
eng_logo
Art-გენი 2017 ხვალ, 10 ივლისს სურამში გაიხსენება
- +

9 ივლისი. 2017. 13:59



ხვალ, 10 ივლისს სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში ფესტივალი „Art-გენი 2017" რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. ფესტივალის პირველ დღეს სურამში დღის მანძილზე წარმოდგენილი იქნება, ქართული ტრადიციული რეწვის  გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა"; შიდა ქართლის  ფოლკლორული ანსამბლების  კონცერტი და „შავფაროსნების" საჩვენებელი შოუ. დღის ბოლოს დასკვნით კონცერტს გამართვენ ჯგუფი „რეგიონი" და Asea Sool.


რეგიონული ტურნე 12 ივლისს მცხეთაში გაგრძელდება და მცხეთის ახალ ნავსადგურში  გაიმართება.


Art-გენის თბილისის ტურს 17-24 ივლისს ტრდაციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმი უმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.


„ჩექინ ჯორჯიას" ფარგლებში 17 ივლისს თბილისის ტურს გახსნის სოფი ვილი.


18 ივლისს  Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool.


19 ივლისს  ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ"-თან ერთად;  


20 ივლისს - ჯგუფი „რეგიონი"; 


21 ივლისს _ ჯგუფი „ფრანი".


22 ივლისს Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს" დაეთმობა; 


23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს და „ 33ა"  -ს.


„ Art-გენი 2017" 24 ივლისს „სუხიშვილების" კონცერტით დაიხურება.


ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის  გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა";  რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების" საჩვენებელი  შოუ. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.


ფესტივალის მხარდამჭერები არიან „ფარმადეპო" „აისი" „თიბისი ბანკი".


ფესტივალი „Art-გენი" 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე „ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა  მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.




წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი  ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა .  ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს .



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner