logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ეს ადამიანის მორალური მკვლელობა გახლავთ!
- +

8 აპრილი. 2016. 17:51


დღევანდელი დაკავება გარკვეულწილად პრევენცია უნდა იყოს იმისა, რომ მსგავსი ქმედების ჩადენა სხვას არასდროს მოუვიდეს თავში", - ამის შესახებ „რეპორტიორს" პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ვასილ ლელუაშვილზე საუბრისას ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა. „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელის თქმით, კადრები გადაღებული და მოპოვებული გახლავთ 2011-2012 წლებში, რაც „ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ქადაგიძის განცხადებით, ამ პარტიამ პასუხი უნდა აგოს და ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე.



ამასთან, ქადაგიძე ამ ტიპის დანაშაულზე სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.



„დაკავებულია ძალოვანი სტრუქტურის 5 ყოფილი მაღალჩინოსანი, ხოლო ორის მიმართ სამართლებრივი დევნა არის დაწყებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესაძლებელია დარწმუნებით საუბარი იმის შესახებ, რომ ეს კადრები გადაღებული და მოპოვებული გახლავთ 2011-2012 წლებში, ამ დროს კი ქვეყანას ნაციონალური მოძრაობა" მართავდა, ქვეყნის შანტაჟის გზით მართვა ყოვლად დაუშვებელი და მანკიერი თვისება გახლავთ. იმედი დავიტოვოთ, რომ მსგავს ფაქტს მომავალში ადგილი აღარ ექნება. დრო მოვიდა, ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ყველაფერზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მოუხადოს ბოდიში საკუთარ მოქალაქეებს და წავიდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან, მათ არ აქვთ მორალური უფლება, კიდევ აცხადებდნენ პრეტენზიას აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. კიდევ ერთელ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ არავის დაკავების მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ შემთვევაში შეუძლებელია, არ შევაქოპროკურატურის ოპერატიულობა. ჩემი პირდაპირი მოთხოვნაა, რომ კარგი იქნება, თუ მსგავსი ტიპის დანაშაულზე მკვეთრად გამკაცრდება კანონი, რადგან ეს ადამიანის მორალური მკვლელობა გახლავთ", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner