logo_geo
eng_logo
კახეთის რამდენიმე რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა
- +

9 ივლისი. 2017. 14:23



სსსტც „დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 9 ივლისის დილის საათებში კახეთის ექვს რაიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული 544 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც შეზღუდვების პირობებში გასროლილი იქნა 80-ზე მეტი რაკეტა.


რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 9 ივლისის ღამის საათებში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის,  თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები. 


კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო.


9 ივლისის დილის 04:40  სთ-დან  08:27 სთ-მდე ღრუბლები 80-ზე მეტი რაკეტით დამუშავდა.  დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, ზოგიერთ ზონაში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით განხორციელდა.


დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა, ნალექის უმცირესი ნაწილი კი სეტყვის სახით სოფლების აფენის, ცოდნისკარის, გავაზის, შაშიანის და ველისციხის  ტერიტორიაზე სროლებისთვის შეზღუდულ ზონაში საკარმიდამო ტერიტორიაზე ჩამოიცალა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner