Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიამ თურქეთში, ინჯირლიკში მდებარე NATO-ს ავიაბაზიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო.
ინჯირლიკის ავიაბაზაზე მობილიზებული გერმანელი სამხედროები „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ დაგეგმილ სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ.
ამ დროისთვის, ინჯირლიკის ავიაბაზაზე 260-მდე გერმანელი სამხედრო იმყოფება.